
Thursday, April 26, 2012
ნიადაგის დაბინძურება
ნიადაგის დაბინძურებას დაუფიქრებლად გადაყრილი ნაგავი იწვევს. ზოგიერთი სახის ნაგავი სწრაფად ლპება, პლასტმასების უმეტესობა კი — არასოდეს.
უაღრესად სერიოზულ დაბინძურებას იწვევს ატომური ელექტროსადგურების რადიაქტიური ნარჩენები. ამგვარ ნარჩენებს, ძირითადად, კონტეინერში ათავსებენ და ჰერმეტულად ხუფავენ, თუმცა მათი მცირე რაოდენობა მაინც ხვდება წყალში ან ჰაერში. მეცნიერებს აშფოთებთ ამგვარი დაბინძურების ხანგძლივი ზემოქმედება, რადგან რადიაქტიური ნარჩენები ათასობით წლის განმავლობაში ინარჩუნებს მავნე გამოსხივების უნარს.ნიტრატებით და პესტიციდებით ნიადაგის დაბინძურების კონტროლი
ნიადაგიასა და სას.სამ. პროდუქტების მინერალური სასუქებითა და პესტიციდებით დაჭუჭყიანებამ დღეს გლობალური ხასიათი მიიღო. ამ მხრივ შექმნილი სიტუაცია განსაკუთრებულია, რადგან იგი უშუალოდ საფრთხეს უქმნის ადამიანთა (განსაკუთრებით ბავშვების) ჯანმრთელობას. უკანასკნელ წლებში ამ მხრივ უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა ყოფილი სსრ კავშირის იმ რეგიონებში სადაც გავრცელებულია ტექნიკური კულტურები, ეს რეგიონებია: შუა აზია, ამიერკავკასია, მოლდავეთი. ქიმიური საშუალებებით სასოფლო–სამეურნეო დაჭუჭყიანების ერთ–ერთი ძირითადი მიზეზია ქიმიური საშუალებების არასწორი ტრანსპორტირება, შენახვა და გამოყენება. ცნობილია, რომ კოლმეურნეობების 40%–ს არ გააჩნია ქიმიური სასუქების შესანახი საწყობები. უფრო უარესდება მათი გამოყენების მდგომარეობა–არასწორი დოზირება და შეტანის ვადების უხეშ დაეღვევის გამო. ქიმიურ საშუალებათა 60% არაეფექტურად გამოიყენება და აბინძურებს გარემოს. ავიაციის დახმარებით გამოყენებისას კი ეს დანაკარგები 75%–მდე იზრდება.სწორედ ეს დაკარგული ქიმიური სასუქები და შხამები აბინძურებენ ნიადაგს, მცენარეებს, ჩააღწევენ გრუნტის წყლებში და წამლავენ სასმელ წყალს, მდინარეებსა და ტბებს, ჩადიან ზღვაში ილექებიან ფსკერზე, ქვიშასა და შლამთან ერთად და გადადიან ცხოველებში, თევზებში, ფრინველებში და ბოლოს წამლავენ ადამიანებს. აღსანიშნავია, რომ ნიადაგისა და მცენარეული საფარის ნიტრატებით დაბინძურებაში საკმაო მნიშვნელოვანი წილი მოდის სამრეწველო და ენერგეტიკული საწარმოების მიერ ჰაერში გამონაბოლქვების მიწაზე დალექვის შედეგებზე, ამ მხრივ განსაკუთრებული ადგილი უჭრავს ე.წ. ,, მჟავე წვიმების,, საშუალებით მოსულ დამაჭუჭყიანებლებსაც.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი მრეწველობის მიერ გამოშვებული ქიმიური სასუქებისა და შხამების ხარისხი და ასორტიმენტი. იგი რამდენიმე ათეულჯერ ჩამორჩება განვითარებულ ქვეყნებისას და 20–30 წლით ჩამორჩება თანამედროვე დონეს.
ჩვენი სასუქების ერთ–ერთი ძირითადი ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი შეიცავენ მცირე რაოდენობით მოქმედ ნივთიერებებს, ხოლო დიდი რაოდენობით შეიცავენ ე.წ. ქიმიურ ,,ბალასტს,, , რომლის შემადგენლობაში არც თუ ცოტა ტოქსიკური ნაერთებია.
სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების ქიმიური დანიშნულების ხელშემწყობ ფაქტორად უნდა მივიჩნიოთ ისიც, რომ ამ პროდუქციის მწარმოებელი არავითარ პასუხს არ აგებს პროდუქციის სისუფთავეზე – არც იურიდიულად და არც ეკონომიურად. ამ მხრივ გადაუდებელ ამოცანად უნდა ჩაითვალოს გარკვეული ტარიფების შემოღება, რომლებიც გაითვალისწინებენ საკვები პროდუქტების ეკოლოგიურ სიწმინდეს. მაგ: თუ პროდუქტებში ნიტრატების ან პესტიციდების შემცველობა დასაშვებ ზღვარს აღემატება, მისი სარეალიზაციო ფასი უნდა შემცირდეს 30–50%–ით. თუ ნორმის ფარგლებშია – ფასიც ნორმალური დარჩეს, ხოლო თუ პროდუქტი ეკოლოგიურადაა სუფთა მისი ფასი გადიდდეს 30–50%–ით და ა. შ.
ნიადაგისა და მცენარეული (ცხოველური) პროდუქტების ქიმიური დაჭუჭყიანების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის აუცილებელი პირობაა დაჭუჭყიანების კონტროლი ანუ მონიტორინგი. ნიადაგის დაჭუჭყიანების მონიტორინგის განხორციელება ბევრ სიძნელესთან არის დაკავშირებული: სადღეისოდ, ძალზე ცოტაა ის დამაჭუჭყიანებლები, რომელთათვის დადგენილია ე.წ. ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები (ზდკ), ასენია ძირითადად ხანგრძლივი მოქმერების პესტიციდები –დდტ, ჰექსაქლორციკლოჰექსანი, პოლიქლორპინენი, პოლიქლორკამფენი და სევინი. დანარჩენი ორგანული ნაერთის გაჭუჭყიანების კონტროლი ჯერჯერობით შემოიფარგლება მათი გავრცელების კანონზომიერებათა სივრცობრივი და დროით სტატისტიკური მახასიათებლებით.
ნიადაგისა და საკვები პროდუქტების დამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა ნუსხის შედგენისას ძირითად კრიტერიუმად უნდა ავიღოთ მათი ტოქსიკურობა და გავრცელება, ხოლო პესტიციდებისათვის, დამატებით მათი მდგრადობა (პერისტენტულობა).
მძიმე მეტალებიდან ყველაზე ტოქსიკურებია : სინდიყი, ტყვია კადმიუმი. ამიტომ მათზე დაკვირვება აუცილებელია მათ გარდა ატმოსფეროდან მიწის ზედაპირზე სამრეწველო გამონაბოლქვების ხარჯზე შეიძლება მოხვდნენ: მიშიაკი, ვანადიუმი, ნიკელი, კობალტი, ქრომი, სპილენძი, თუთია, მანგანუმი, მოლიბდენი, ბერილითემი, სელენი, სურმა და სხვ.
სამრეწველო წარმოების ორგანულ ნივთიერებებიდან მონიტორინგს ექვემდებარებიან პირველ ყოვლისა ის ნაერთები , რომლებსაც შეუძლიათ მიაღწიონ და დაგროვდნენ სასოფლო–სამეურნეო პროდუქტებში, აგრეთვე ადვილად გადაადგილდებიან ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების საშუალებით. მათი სრული ნუსხა ჯერ კიდევ არ არის შედგენილი, მაგრამ აუცილებელი კონტროლი უნდა დაწესდეს ისეთ კანცეროგენულ ნაერთებზე როგორიცაა: პოლიციკლური არმატული ნახშირწყლები (პან) და ბენზ (ა) პინები. აგრეთვე ისეთი ტოქსიკური ნაერთები, როგორიცაა პოლიქლორბიფენოლები (პუბ).
გარდა ნიადაგისა და პროდუქტებისა, მონიტორინგმა უნდა მოიცვას აგრეთვე ე.წ. ატმოსფერული გამონალექი (ატმოსფერული ნალექები, მშრალი ნაწილაკები, თოვლის საფარი და სხვ.), რომლებიც საშუალებას მოგვცემენ განვსაზღვროთ ატმოსფერდან მოსული ინგრედიენტები, ნიადაგის დაჭუჭყიანებაზე დაკვირვებები, დამაჭუჭყიანებელი წყაროები სპეციფიკის მიხედვით ორ კატეგორიად იყოფა:
პირველ კატეგორიას განეკუთვნება სასოფლო–სამეურნეო რაიონები, სადაც ნიადაგის ნიმუშები აიღება წინასწარ შერჩეულ ნაკვეთებზე სხვადასხვა კულტურა, ნიადაგის ტიპი, რელიეფი, აგროტექნიკა და ა.შ. აიღება წელიწადში ორჯერ – გაზაფხულზე, თოვლის აღების შემდეგ პესტიციდების გამოყენებამდე და შემოდგომით, მოსავლის აღებიდან 10 დღის განმავლობაში. ნიმუშების აღება უნდა მოხდეს ერთი და იგივე ნაკვეთიდან. ნიმუშებში უნდა განისაზღვროს უპირველესად ყველაზე ტოქსიკური პესტიციდები და მძიმე მეტალები.
მეორე კატეგორიას განეკუთვნება სამრეწველო და ენერგეტიკული ობიექტების გარშემო მდებარე მიწები. აქ ნიადაგის ნიმუშების აღება წარმოებს წელიწადში ერთხელ, გაზაფხულზე თოვლის აღების შემდეგ. ნიმუშები აიღება ყოველი ობიექტის ირგვლივ 64 წერტილში, რომლებიც თანაბრად იქნებიან განაწილებული რვა რუმბის ( აღმოსავლეთი, სამხ.არმოსავლეთი, სამხრეთი, სამხ. დასავლეთი, დასავლეთი, ჩრდილო დასავლეთი, ჩრდილოეთი) მიხედვით. რადიუსი რამდენიმე ათეული მეტრიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრამდე ძირითადი ობიექტიდან. გარდა ამისა, შემოდგომაზე, მოსავლის აღების შემდეგ, დამატებით აიღება ნიადაგის ნიმუშები 16 წერტილში ოთხი ძირითადი რუმბის მიმართულებით ( აღმოსავლეთი, სამხრეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი).
აღნიშნულ ნიმუშებში წარმოების გამონაბოლქვები გარდა ამისა აუცილებლად უნდა განისაზღვროს ბენზა (ა) პინებში და პოლიქლორბიფენოლებში.
მთელ რიგ რაიონებში კონტროლი უნდა განხორციელდეს ორივე კატეგორიის პროგრამით ერთდროულად.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი დამაჭუჭყიანებლებისა, როგორც წესი ყველა შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ნიადაგის ძირითადი ხარისხობრივი მაჩვენებელი არის რეაქცია, სულფატ და ქლორიონები, საერთო და მოძრავი აზოტი და ფოსფორი, მიკრობიოლოგიური მახასიათებლები. ცალკეულ შემთხვევაში ოპერატიულ მიზნებისათვის აღნიშნული დაკვირვებები შეიძლება ჩატარდეს უფრო ხშირად.
წყარო

Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment