Friday, April 27, 2012

რატომ გადავწყვიტე ამ თემაზე ბლოგის გაკეთება?

21-ე საუკუნეში დაბინძურება ძალიან აქტუალური საკითხია. ვთვლი,რომ ყველა ადამინმა უნდა გაიაზროს ეს პრებლემა და მოვდზებნოთ მისი გადაჭრის გზები.შეიძლება იფიქროთ, რომ ეს პრობლემა ძირითადად საქართველოშია აქტუალური, მაგრამ როგორც აგმოჩნდა მთელი მსოფლიო ამ პრობლემას ებრძვის… როცა დავიწყე ამ თემაზე მუშაობა ყველაზე მეტად გულზე მომხვდა პოლიეთილენის ბოთლებით დაბინძურებული გარემო და ძირითადად ოკეანეები, პოლიეთილენი დიდხანს ძლებს (დაახლოებით 1000 წელს) არ ფუჭდება და ამიტომ დიიიდი ხნით აბინძურებს გარემოს… აქვე ვნახე საოცარი რამ, როცა პოლიეთილენის ბოთლები ზღვაში ხვდება ისინი ერთად გროვდებიან და ქმნიან კუნძულებს, ზოგი ისეთი ზომისაა რომ ხალხი კონტინენტსაც კი უწოდებს…

Thursday, April 26, 2012

ნიადაგის დაბინძურება

ნიადაგის დაბინძურებას დაუფიქრებლად გადაყრილი ნაგავი იწვევს. ზოგიერთი სახის ნაგავი სწრაფად ლპება, პლასტმასების უმეტესობა კი — არასოდეს. უაღრესად სერიოზულ დაბინძურებას იწვევს ატომური ელექტროსადგურების რადიაქტიური ნარჩენები. ამგვარ ნარჩენებს, ძირითადად, კონტეინერში ათავსებენ და ჰერმეტულად ხუფავენ, თუმცა მათი მცირე რაოდენობა მაინც ხვდება წყალში ან ჰაერში. მეცნიერებს აშფოთებთ ამგვარი დაბინძურების ხანგძლივი ზემოქმედება, რადგან რადიაქტიური ნარჩენები ათასობით წლის განმავლობაში ინარჩუნებს მავნე გამოსხივების უნარს.ნიტრატებით და პესტიციდებით ნიადაგის დაბინძურების კონტროლი ნიადაგიასა და სას.სამ. პროდუქტების მინერალური სასუქებითა და პესტიციდებით დაჭუჭყიანებამ დღეს გლობალური ხასიათი მიიღო. ამ მხრივ შექმნილი სიტუაცია განსაკუთრებულია, რადგან იგი უშუალოდ საფრთხეს უქმნის ადამიანთა (განსაკუთრებით ბავშვების) ჯანმრთელობას. უკანასკნელ წლებში ამ მხრივ უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა ყოფილი სსრ კავშირის იმ რეგიონებში სადაც გავრცელებულია ტექნიკური კულტურები, ეს რეგიონებია: შუა აზია, ამიერკავკასია, მოლდავეთი. ქიმიური საშუალებებით სასოფლო–სამეურნეო დაჭუჭყიანების ერთ–ერთი ძირითადი მიზეზია ქიმიური საშუალებების არასწორი ტრანსპორტირება, შენახვა და გამოყენება. ცნობილია, რომ კოლმეურნეობების 40%–ს არ გააჩნია ქიმიური სასუქების შესანახი საწყობები. უფრო უარესდება მათი გამოყენების მდგომარეობა–არასწორი დოზირება და შეტანის ვადების უხეშ დაეღვევის გამო. ქიმიურ საშუალებათა 60% არაეფექტურად გამოიყენება და აბინძურებს გარემოს. ავიაციის დახმარებით გამოყენებისას კი ეს დანაკარგები 75%–მდე იზრდება.სწორედ ეს დაკარგული ქიმიური სასუქები და შხამები აბინძურებენ ნიადაგს, მცენარეებს, ჩააღწევენ გრუნტის წყლებში და წამლავენ სასმელ წყალს, მდინარეებსა და ტბებს, ჩადიან ზღვაში ილექებიან ფსკერზე, ქვიშასა და შლამთან ერთად და გადადიან ცხოველებში, თევზებში, ფრინველებში და ბოლოს წამლავენ ადამიანებს. აღსანიშნავია, რომ ნიადაგისა და მცენარეული საფარის ნიტრატებით დაბინძურებაში საკმაო მნიშვნელოვანი წილი მოდის სამრეწველო და ენერგეტიკული საწარმოების მიერ ჰაერში გამონაბოლქვების მიწაზე დალექვის შედეგებზე, ამ მხრივ განსაკუთრებული ადგილი უჭრავს ე.წ. ,, მჟავე წვიმების,, საშუალებით მოსულ დამაჭუჭყიანებლებსაც. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი მრეწველობის მიერ გამოშვებული ქიმიური სასუქებისა და შხამების ხარისხი და ასორტიმენტი. იგი რამდენიმე ათეულჯერ ჩამორჩება განვითარებულ ქვეყნებისას და 20–30 წლით ჩამორჩება თანამედროვე დონეს. ჩვენი სასუქების ერთ–ერთი ძირითადი ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი შეიცავენ მცირე რაოდენობით მოქმედ ნივთიერებებს, ხოლო დიდი რაოდენობით შეიცავენ ე.წ. ქიმიურ ,,ბალასტს,, , რომლის შემადგენლობაში არც თუ ცოტა ტოქსიკური ნაერთებია. სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების ქიმიური დანიშნულების ხელშემწყობ ფაქტორად უნდა მივიჩნიოთ ისიც, რომ ამ პროდუქციის მწარმოებელი არავითარ პასუხს არ აგებს პროდუქციის სისუფთავეზე – არც იურიდიულად და არც ეკონომიურად. ამ მხრივ გადაუდებელ ამოცანად უნდა ჩაითვალოს გარკვეული ტარიფების შემოღება, რომლებიც გაითვალისწინებენ საკვები პროდუქტების ეკოლოგიურ სიწმინდეს. მაგ: თუ პროდუქტებში ნიტრატების ან პესტიციდების შემცველობა დასაშვებ ზღვარს აღემატება, მისი სარეალიზაციო ფასი უნდა შემცირდეს 30–50%–ით. თუ ნორმის ფარგლებშია – ფასიც ნორმალური დარჩეს, ხოლო თუ პროდუქტი ეკოლოგიურადაა სუფთა მისი ფასი გადიდდეს 30–50%–ით და ა. შ. ნიადაგისა და მცენარეული (ცხოველური) პროდუქტების ქიმიური დაჭუჭყიანების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის აუცილებელი პირობაა დაჭუჭყიანების კონტროლი ანუ მონიტორინგი. ნიადაგის დაჭუჭყიანების მონიტორინგის განხორციელება ბევრ სიძნელესთან არის დაკავშირებული: სადღეისოდ, ძალზე ცოტაა ის დამაჭუჭყიანებლები, რომელთათვის დადგენილია ე.წ. ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები (ზდკ), ასენია ძირითადად ხანგრძლივი მოქმერების პესტიციდები –დდტ, ჰექსაქლორციკლოჰექსანი, პოლიქლორპინენი, პოლიქლორკამფენი და სევინი. დანარჩენი ორგანული ნაერთის გაჭუჭყიანების კონტროლი ჯერჯერობით შემოიფარგლება მათი გავრცელების კანონზომიერებათა სივრცობრივი და დროით სტატისტიკური მახასიათებლებით. ნიადაგისა და საკვები პროდუქტების დამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა ნუსხის შედგენისას ძირითად კრიტერიუმად უნდა ავიღოთ მათი ტოქსიკურობა და გავრცელება, ხოლო პესტიციდებისათვის, დამატებით მათი მდგრადობა (პერისტენტულობა). მძიმე მეტალებიდან ყველაზე ტოქსიკურებია : სინდიყი, ტყვია კადმიუმი. ამიტომ მათზე დაკვირვება აუცილებელია მათ გარდა ატმოსფეროდან მიწის ზედაპირზე სამრეწველო გამონაბოლქვების ხარჯზე შეიძლება მოხვდნენ: მიშიაკი, ვანადიუმი, ნიკელი, კობალტი, ქრომი, სპილენძი, თუთია, მანგანუმი, მოლიბდენი, ბერილითემი, სელენი, სურმა და სხვ. სამრეწველო წარმოების ორგანულ ნივთიერებებიდან მონიტორინგს ექვემდებარებიან პირველ ყოვლისა ის ნაერთები , რომლებსაც შეუძლიათ მიაღწიონ და დაგროვდნენ სასოფლო–სამეურნეო პროდუქტებში, აგრეთვე ადვილად გადაადგილდებიან ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების საშუალებით. მათი სრული ნუსხა ჯერ კიდევ არ არის შედგენილი, მაგრამ აუცილებელი კონტროლი უნდა დაწესდეს ისეთ კანცეროგენულ ნაერთებზე როგორიცაა: პოლიციკლური არმატული ნახშირწყლები (პან) და ბენზ (ა) პინები. აგრეთვე ისეთი ტოქსიკური ნაერთები, როგორიცაა პოლიქლორბიფენოლები (პუბ). გარდა ნიადაგისა და პროდუქტებისა, მონიტორინგმა უნდა მოიცვას აგრეთვე ე.წ. ატმოსფერული გამონალექი (ატმოსფერული ნალექები, მშრალი ნაწილაკები, თოვლის საფარი და სხვ.), რომლებიც საშუალებას მოგვცემენ განვსაზღვროთ ატმოსფერდან მოსული ინგრედიენტები, ნიადაგის დაჭუჭყიანებაზე დაკვირვებები, დამაჭუჭყიანებელი წყაროები სპეციფიკის მიხედვით ორ კატეგორიად იყოფა: პირველ კატეგორიას განეკუთვნება სასოფლო–სამეურნეო რაიონები, სადაც ნიადაგის ნიმუშები აიღება წინასწარ შერჩეულ ნაკვეთებზე სხვადასხვა კულტურა, ნიადაგის ტიპი, რელიეფი, აგროტექნიკა და ა.შ. აიღება წელიწადში ორჯერ – გაზაფხულზე, თოვლის აღების შემდეგ პესტიციდების გამოყენებამდე და შემოდგომით, მოსავლის აღებიდან 10 დღის განმავლობაში. ნიმუშების აღება უნდა მოხდეს ერთი და იგივე ნაკვეთიდან. ნიმუშებში უნდა განისაზღვროს უპირველესად ყველაზე ტოქსიკური პესტიციდები და მძიმე მეტალები. მეორე კატეგორიას განეკუთვნება სამრეწველო და ენერგეტიკული ობიექტების გარშემო მდებარე მიწები. აქ ნიადაგის ნიმუშების აღება წარმოებს წელიწადში ერთხელ, გაზაფხულზე თოვლის აღების შემდეგ. ნიმუშები აიღება ყოველი ობიექტის ირგვლივ 64 წერტილში, რომლებიც თანაბრად იქნებიან განაწილებული რვა რუმბის ( აღმოსავლეთი, სამხ.არმოსავლეთი, სამხრეთი, სამხ. დასავლეთი, დასავლეთი, ჩრდილო დასავლეთი, ჩრდილოეთი) მიხედვით. რადიუსი რამდენიმე ათეული მეტრიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრამდე ძირითადი ობიექტიდან. გარდა ამისა, შემოდგომაზე, მოსავლის აღების შემდეგ, დამატებით აიღება ნიადაგის ნიმუშები 16 წერტილში ოთხი ძირითადი რუმბის მიმართულებით ( აღმოსავლეთი, სამხრეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი). აღნიშნულ ნიმუშებში წარმოების გამონაბოლქვები გარდა ამისა აუცილებლად უნდა განისაზღვროს ბენზა (ა) პინებში და პოლიქლორბიფენოლებში. მთელ რიგ რაიონებში კონტროლი უნდა განხორციელდეს ორივე კატეგორიის პროგრამით ერთდროულად. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი დამაჭუჭყიანებლებისა, როგორც წესი ყველა შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ნიადაგის ძირითადი ხარისხობრივი მაჩვენებელი არის რეაქცია, სულფატ და ქლორიონები, საერთო და მოძრავი აზოტი და ფოსფორი, მიკრობიოლოგიური მახასიათებლები. ცალკეულ შემთხვევაში ოპერატიულ მიზნებისათვის აღნიშნული დაკვირვებები შეიძლება ჩატარდეს უფრო ხშირად. წყარო

წყლის დაბინძურება

მჟავური წვიმები ტბებსა და მდინარებს აბინძურებს, თუმცა წყლის დაბინძურების მიზეზი მხოლოდ ეს არაა. არსებობს ქალაქები, სადაც მდინარეში და ზღვაში დღესაც ჩადის ჩამდინარე ბინძური წყლები, ხოლო ქარხანა-ფაბრიკებიდან — მომწამლავი ქიმიური ნივთიერებები და ნარჩენები, რის შედეგადაც თევზები და წყლის მცენარეები იხოცება. სოფლის მეურნეობაში ხშირად იყენებენ ქიმიურ სასუქებსა და პესტიციდებს, რომლებიც ძლიერი წვიმის შედეგად შეიძლება მდინარეში ჩაირეცხოს. ზღვას ძლიერ აბინძურებს ტანკერებიდან და ნავთობის კუშკურებიდან ჩაღვრილი ნავთობი. წყალი დედამიწაზე არსებული ყველაზე ძვირფასი ბუნებრივი რესურსია და მის გარეშე სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე არ იარსებებდა . ყოველი ჩვენთაგანის მიერ ამ ფაქტის გაცნობიერების მიუხედავად, ჩვენ ვაბინძურებთ მდინარეებს, ტბებს, ზღვებსა თუ ოკეანეებს. შესაბამისად, ზიანს ვაყენებთ ჩვენს პლანეტას იმ დონემდე, რომ ცოცხალი ორგანიზმების განადგურება უკვე საგანგაშო მაშტაბებს იღებს. ამასთან ერთად , უარესდება სასმელი წყლის ხარისხიც და იზღუდება წყლის რეკრეაციული მიზნით გამოყენება. თითოეული ჩვენთაგანის ჩართვა პრობლემის არსის გაგებასა და მოგვარებაში აღნიშნული მდგომარეობის გაუმჯობესების საწინდარია. მდინარეების, ტბების და სხვა წყლის ობიაქტების დაბინძურების მიზეზი შეიძლება იყოს საწარმოებიდან გამომავალი გამდინარე წყლები, გაუმართავი საკანალიზაციო სისტემები და არასათანადო გამწმენდი ნაგებობები, სასოფლო სამეურნეო მიწებიდან თუ დასახლებული პუნქტებიდან წვიმის შედეგად წარმოქმნილი გამონადენები, და სხვა. ზოგადად განასხვავებენ დაბინძურების წერტილოვან და დიფუზურ წყაროებს. წერტილოვან წყაროს მიეკუთვნება მაგალითად, ქარხნებიდან მილის საშუალებით დაბინძურებული წყლის გავსება მდინარეში. წვიმების შედეგად წარმოქმნილი ნიაღვრებით წყლის ობიექტების მრავალ წერტილში ერთდროულ დაბინძურებას კი დიფუზურს უწოდებენ. უნდა აღინიშნოს, რომ ტექნიკური ტვალსაზრისით გაცილებით ადვილია დაბინძურების წერტილოვანი წყაროს ლიკვიდაცია ( ვთქვათ, გამწმენდი ნაგებობის დაყენების გზით), ვიდრედიფუზური წყაროდან წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრა. და მაინც, რა არის წყლის დაბინძურება? წყლის დაბინძურება გულისხმობს ადამიანის საქმიანობის შედეგად წყალსატევების ნივთიერებების ჩაშვება ისეთი კონცენტრაციით, როცა მათი ბუნებრივი გაუვნებელყოფა ვეღარ ხორციელდება და ადგილი აქვს წყლის ეკოსისტემებსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფით ზემოქმედებას. წყლის ობიექტების ხარისხის გაუარესების მიზეზი შეიძლება იყოს ასევე ქიმიური და სამრეწველო პროცესები, საყოფაცხოვრებო საქმიანობები, ჭარბი სითბო და ა. შ. ელექტროენერგიის გამომუშავებელი სადგურებიდან მდინარეებში ჩაშვებული გაცხელებული წყალი მდინარეების თერმულ დაბინძურებას იწვევს. წყარო

ჰაერის დაბინძურება

ფაბრიკა-ქარხნები, ელექტროსადგურები და ავტომანქანები უამრავ ნარჩენ აირს, ჭვარტლსა და მტვერს გამოყოფს ჰაერში. დაბინძურებილი ჰაერი ადამიანს და სხვა ცოცხალ არსებას ფილტვებს უზიანებს. ჰაერის ზოგიერთი სახის დაბინძურებამ შეიძლება გონებასაც კი ავნოს. ჰაერში ნარჩენი აირების დაგროვება მჟავურ წვიმებს იწვევს, რომლებიც ხეებს, ტბებს, მდინარეებსა და შენობებსაც კი აზიანებს. ოზონი აირია რომელიც ატმოსფეროს ზედა ფენებში ბუნებრივად წარმოიქმნება ჟანგბადისაგან. დედამიწას ოზონის თხელი ფენა იცავს მზის ულტრაიისფერი მავნე სხივების ზემოქმედებისაგან. ოზონის ფენას საწვავის წვით წარმოქმნილი აირები და ფრეონი ანადგურებს, რომელსაც მაცივრები და აეროზოლები შეიცავს. თუ ოზონის ძირითადი ფენა დაზიანდა, კანის კიბოთი დაავადების შემთხვევები მოიმატებს. წყარო

დაბინძურება

დაბინძურება — დაბინძურებული ნივთიერებების შემოტანა ბუნებრივ გარემოში, რომელიც იწვევს ცვალებადობას, არეულობას, ზიანს ან დისკომფორტს ფიზიკურ სისტემებსა თუ ცოცხალ ორგანიზმებში. ადამიანთა საქმიანობა სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს. გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი ფორმა საყოფაცხოვრებლო ნაგვის დაყრაა, თუმცა გაცილებით უფრო სერიოზულ ზიანს სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა საქმიანობისა და სატრანსპორტო საშუალებათა მოქმედების ნარჩენი პროდუქტები იწვევს, რომლებიც ჰაერსაც აბინძურებს, წყალსაც და ნიადაგსაც. გარემოს დაბინძურება ახალი პრობლემა არაა. ექვსასი წლის წინ ლონდონის თავზე ჰაერი ქვანახშირის წვის პროდუქტით — სქელი კვამლით — იყო სავსე. დროთა განმავლობაში მრავალი კანონი გამოიცა, რათა ზოგიერთი სახის დაბინძურება შეწყვეტილიყო. დღეს ბევრი ქვეყნის მთავრობაში საგანგებო უწყებები არსებობს, რომლებსაც გარემოს დაბინძურების შემცირება ავალიათ. გარემოს დაზიანების ნაციონალური და რეგიონალური შედეგების მაგალითებია: ცხოველთა და მცენარეთა სახეობების გადაშენება, ნიადაგის მოწამვლა, ნიადაგის ეროზია, ნაგვის ( ნარჩენების) მთები, ჰაერში მომწამლავი ნივთიერებების შემცველობის ზრდა, მძიმე მეტალებითა და პესტიციდებით დაბინძურებული საკვები და ზრდადი ხმაური... დღევანდელი გარემო პირობების გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაგვარია: ინდუსტრიული წარმოებისას იხარჯება ნედლეული და ენერგია, წარმოებისას წარმოიქმნება ნარჩენები, ნარჩენი პროდუქტები წამლავენ წყალს, ჰაერს და ნიადაგს, თანამედროვე სოფლის მეურნეობა იყენებს უზარმაზარ მიწის ფართობებს, მიწის განოყიერებისათვის და მცენარეთა დასაცავად გამოყენებული ქიმიური საშუალებები წამლავენ ნიადაგს და წყალს, მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდა იწვევს არა მარტო შიმშილს და სიღარიბეს, ასევე გარემოს განადგურებას, რადგან მეტ ადამიანს მეტი საცხოვრებელი სივრცე და მეტი საკვები სჭირდება. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყნების მოსახლეობა გაცილებით მეტად აზიანებს გარემოს, ვიდრე ღარიბი ქვეყნების მოსახლეობა. გარემოს დაბინძურება წარმოიშვება არა მარტო ინდუსტრიული წარმოებისას, არამედ გარემოს საყოფაცხოვრებო პირობებში ენერგიის გამოყენებით, გათბობის მოწყობილობათა გამონაბოლქვებით, ისევე როგორც ნაგვითა და ქიმიური ნივთიერებებით(მაგალითად, სარეცხი და საწმენდი საშუალებები) და სასმელი წყლის გაფლანგვით ( არა მომჭირნედ გამოყენებით). ერთ-ერთ ყველაზე ძნელად გადასაჭრელ პრობლემას წარმოადგენს წყლის და ჰაერის დაბინძურება, ენერგიის და ფართობის გადამეტებული გამოყენება, ისევე როგორც ტრანსპორტით გამოწვეული ხმაურის პრობლემა. განვითარებად ქვეყნებში გარემოს საფრთხეში ჩაგდება ხშირად ეკონომიური იძულებითაა გამოწვეული. ერთის მხრივ ტყიანი მასივების დიდი ფართობების ჩეხვა საძოვრებისა და სახნავ-სათესი ფართოებების მისაღებად, რომელებიც მონოკულტურების მოსაყვანად გამოიყენება, მეორეს მხრივ კი - გარემოსათვის მავნე საწარმოების "დასახლებით", რომელებიც ინდუსტრიულ ქვეყნებში ნებადართულიც კი არ არის. გარემოს დაბინძურება: დაბინძურება შესაძლოა გარემოს დეგრადაციის რომელიმე ფორმის (მაგ. სახეობათა გადაშენება, ტყეების განადგურება) მიზეზი გახდეს. მისი სახეებია: ბიოლოგიური, მიკრობიოლოგიური, მექანიკური, ქიმიური, ფიზიკური (თერმული, სინათლით, ხმაურით, ელექტრომაგნიტური და რადიაციული) დაბინძურება. გარემოს დაბინძურების ძირითადი ფორმებია: ჰაერის დაბინძურება, წყლის დაბინძურება, ნიადაგის დაბინძურება (ჰიდროკარბონატებით, მძიმე მეტალებით, ჰერბიციდებით, პესტიციდებით და სხვ.), რადიაციული დაბინძურება, ხმაურით დაბინძურება (თვითმფრინავების, სატრანსპორტო მაგისტრალების, ინდუსტრიული ხმაური და სხვ.), ვიზუალური დაბინძურება (მაგ. ელექტროგადამცემი ხაზები, წიაღისეულის მოსაპოვებელი ღია კარიერებით დამახინჯებული ლანდშაფტი, მუნიციპალური ნაგავსაყრელები), თერმული დაბინძურება (ბუნებრივი წყალსატევების ტემპერატურის ცვლილება ადამიანის საქმიანობის შედეგად). თითოეული მათგანი კიდევ მრავალ ქვესახეობად იყოფა, ამიტომ ზოგადი დახასიათებაც კი ძალზე შორს წაგვიყვანდა. სამთო-მოპოვებითი მრეწველობა გარემოს დეგრადაციის და დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. წიაღის მოპოვება იწვევს ეკოსისტემების განადგურებას, ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურებას, ხდება ეროზიული პროცესები და სხვ. საქართველოში ყველაზე უფრო გავრცელებულია წიაღისეულის მოპოვება ღია კარიერული წესით. წყარო