ani
Sunday, June 10, 2012
Saturday, June 9, 2012
გარემოს დაბინძურების შედეგები
სადღეისოდ კლინიკური ეკოლოგია წარმოადგენს ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მედიცინაში.
გარემოს დაბინძურება განაპირობებს ადამიანის ორგანიზმსა და მის გარემოში – ჰაერი, წყალი, ნიადაგი, ცხოველურ და მცენარეულ სამყაროში ტოქსიური ნივთიერებების დასაშვებ ნორმაზე მეტად მომატებას, რასაც მოჰყვება სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მკვეთრი ზრდა.
ორგანიზმის ლატენტური დაზიანება გარემოს დამაბინძურებელთა ხარჯზე, ფარულად მიმდინარე ქრონიკული ინტოქსიკაციები, წარმოადგენს სადღეისოდ ძალზედ აქტიურ ეკო-ჰიგიენურ და კლინიკურ პრობლემას. მით უმეტეს, რომ მძიმე მეტალების ტოქსიური ზემოქმედება შეიძლება გაიზარდოს პოპულაციურ დონეზე მოსახლეობის შემდეგ თაობებშიც.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული ქმნის თვალით უხილავ ეკოლოგიურ კატასტროფას, რომლის ინდიკატორსაც წარმოადგენს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვთა ავადობა.
ეკოლოგიური აგრესიის პირველი ნიშნებია ბავშვთა მოსახლეობაში ზემო და ქვემო სასუნთქი გზების და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული მორეციდივე დაზიანებები, რომლებიც კლინიკურად გამოვლინდება ქრონიკული ინფექციური კერების გაჩენაში, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ბიოლოგიური ფლორის დარღვევაში, ალერგიული პათოლოგიების (კანის და სასუნთქი სისტემის) ტიპიური და ატიპიური ფორმების გახშირებაში და ამასთანავე აღნიშნული პათოლოგიების სტამდარტული სქემით მკურნალობის არაეფექტურობაში.
ზემოთ აღნიშნული პრობლემები საერთოა როგორც მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნებისათვის, ასევე საქართველოსთვისაც.
აქედან გამომდინარე, არახელსაყრელი ეკოლოგიური ფაქტორების გავლენის შედეგად განვითარებულ დაავადებათა რეტროსპექტული და პროსპექტული ანალიზი, გარემოს მავნე ფაქტორების შესწავლასთან ერთად , წარმოადგენს აუცილებელ პირობას სწორი პრევენციული და პროფილაქტიკური ღონისძიებების შესამუშავებლად და არის ერთადერთი და ძირითადი ინსტრუმენტი ეკოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად.
მესამე ათასწლეული მთელ მსოფლიოში ხასიათდება მატერიალურ–ტექნიკური პროგრესის მასშტაბური მიღწევებით, რაც კაცობრიობის უდავოდ დიდი წარმატების მაჩვენებელია. პროგრესული ნაბიჯები ერთის მხრივ ყოფაცხოვრებას აადვილებს, მეორეს მხრივ კი ეკოლოგიური სიტუაციების გაუარესებას და აქედან გამომდინარე ჯანმრთელობისათვის ახალი პრობლემების მომრავლებას იწვევს.
დღეს ადამიანი მუშაობს და ცხოვრობს იქ, სადაც რადიაცია, დაბინძურება ორჯერ, სამჯერ, ათასჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას და მან არც კი იცის არაფერი ამის შესახებ. მან შეიძლება მიიღოს სიცოცხლისათვის საშიში ნიტრატების და მძიმე მეტალების შემცველი საკვები და არ იცოდეს ეს. ეს არის ეკოლოგიური რისკი.
ეკოლოგიური რისკი – ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი პრობლემის სოციალურ-სამედიცინო დახასიათება. ჯანდაცვის სისტემის წინ დგას ამოცანა: შეისწავლოს გამონაბოლქვების, საწარმოო პროდუქტების, პესტიციდების, ქიმიური ნივთიერებების გავლენა მცენარეულ და ცხოველურ სამყაროზე, წყლისა და ნიადაგის დაბინძურებაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, შეისწავლოს ეკოლოგიურად „დაბინძურებული სამუშაო ადგილები“, სადაც ჰაერი დაბინძურებულია მძიმე მეტალების მტვერით: ტყვია, სპილენძი, თუთია, ქლორი, გოგირდი და ა.შ. ეკოლოგიის და ადამიანის ჯანმრთელობის ურთიერთკავშირის შესახებ ინფორმაციის არქონის პირობებში რთულია შრომითი საქმიანობის რეგულირება.
სამედიცინო–სანიტარული სამსახურის აუცილებელი ამოცანაა დაამონტაჟოს აერო და წყლის ანალიზატორები, მოიძიოს დაბინძურების წყაროები და უზრუნველყოს მათი სწრაფი ლიკვიდაცია.
გარემოს მავნე ფაქტორების შესწავლის ანალიზმა როგორც მთელს მსოფლიოში, ისე რუსეთში და მსხვილ ინდუსტრიულ ქვეყნებში, აჩვენა, რომ ეკოლოგიური დესტაბილიზაციის ძირითადი ტენდენციები გრძელდება და იზრდება. ნაციონალური, რეგიონული პროგრამები, ეკოლოგიური კონვენციები და კანონები მოწოდებულია, რათა დაინერგოს შედარებით ეფექტური რესურსი და ენერგიადამზოგველი ტექნოლოგიები. მრავალმილიონიანი გამწმენდი მოწყობილობები და სხვა მცდელობები ვერ ცვლის ამ ტენდენციას და ვერც ამცირებს ზრდის ტემპს. ეს ნიშნავს, რომ იზრდება ადამიანის სიცოცხლისათვის, მისი ჯანმრთელობისა და არსებობის რისკი. ამიტომაც ამ პრობლემის აქტუალობა დღითიდღე იზრდება.
ატმოსფეროს დაბინძურების მყარი და საშიში წყაროებია საწარმოო, სატრანსპორტო და საყოფაცხოვრებო გამონაბოლქვები. ატმოსფეროს დამაბინძურებელი ნივთიერებები განაწილებულია არათანაბრად, ზოგან კი მათი რაოდენობა ძალზე მაღალია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი ნივთიერების მეტად უმნიშვნელო კონცენტრაციაც კი განსაკუთრებით საშიშია.
გარემოს დამაბინძურებელ წამყვან, ერთ-ერთ ძირითად ფაქტორად ყველა ქვეყანაში ითვლება ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი და წარმოების ნარჩენი პროდუქტები.
ძნელი წარმოსადგენია, თანამედროვე ცივილიზაცია ნავთობპროდუქტების გარეშე. ნავთობის გამო მიმდინარეობს ომები, ხდება სახელმწიფო გადატრიელებები, ცხადდება ეკონომიკური ბლოკადები. კაცობრიობას ნავთობის მოპოვება-მოხმარება მეტად ძვირი უჯდება, შემთხვევით არ უწოდებენ მას „შავ ოქროს“. XXI საუკუნეში მისი ფასი კაცობრიობისათვის დამღუპველი შეიძლება გახდეს. საქმე ეხება მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ნავთობი და მისი პროდუქტების გადამუშავების საფასური შეიძლება გახდეს დამანგრეველი მიწისძვრების შედეგების ტოლფასი.
საიდუმლო არ არის, რომ ნავთობისა და მისი გადამუშავების პროდუქტები წარმოადგენს გარემოს ძლიერი დაბინძურების წყაროს. შედეგად ნადგურდება მიკროორგანიზმები, თევზები, მცენარეები. საწვავის არასრული წვისას ატმოაფეროში გადმოისროლება დიდი რაოდენობით ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში ნივთიერებები, რომლებიც როგორც მრავალი სომატური, ასევე სიმსივნური დაავადების გამომწვევია.
გარემოს დაბინძურება ნიშნავს ადამიანის ორგანიზმსა და მის გარემოში – ჰაერში, წყალში, ნიადაგში, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროში ტოქსიური ნივთიერებების დასაშვებ ნორმაზე მეტად მომატებას. მათგან ადამიანის ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საშიშია მავნე აირები: SO2, CO2, CO, NO, NO2, H2SO4, NO და მძიმე მეტალები: Pb, Cd, Cu, Ni, Cr, Mn, Fe და სხვ., რადგან ისინი ტოქსიურად მოქმედებენ ადამიანის ცხოველმყოფელობისათვის აუცილებელ გარემოზე, მიკროორგანიზმებზე, თევზებზე, ცხოველებზე, მცენარეებსა და თვით ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ტოქსიური ნივთიერებების ნორმაზე მეტად მომატება გარემოსა და ადამიანის ორგანიზმში იწვევს ისეთი ქრონიკული დაავადებების პროგრესულ მატებას, როგორიცაა სასუნთქი და გულ–სისხლძარღვთა სისტემების დაავადებები, გენეტიკური და თანდაყოლილი მანკები, ქრონიკული მოწამვლები, ავთვისებიანი სიმსივნეები, ალერგიები, სისხლის დაავადებები, ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, ნევროზები და ვეგეტატიური დარღვევები, ღრძილების ატროფია, მხედველობისა და სმენის დაქვეითება და სხვ.
ფარულად მიმდინარე ქრონიკული ინტოქსიკაციები, ორგანიზმის ლატენტური დაზიანება გარემოს დაბინძურების მომატების ხარჯზე, დღევანდელობის ძალზედ აქტუალური ეკო–ჰიგიენური და კლინიკური პრობლემაა. მით უმეტეს, რომ მძიმე მეტალების ტოქსიური ზემოქმედება შეიძლება გამოჩნდეს პოპულაციურ დონეზე მოსახლეობის შემდეგ თაობებშიც.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული ქმნის თვალით ხილულ ეკოლოგიურ კატასტროფას, რომლის ინდიკატორსაც წარმოადგენს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვთა ავადობა.
ეკოლოგიური აგრესიის პირველი ნიშნებია ბავშვთა პოპულაციაში ზემო და ქვემო სასუნთქი გზებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული მორეციდივე დაზიანებები, რომლებიც კლინიკურად გამოვლინდება ქრონიკული ინფექციური კერების გაჩენით, კუჭ–ნაწლავის ნორმალური ბიოლოგიური ფლორის დარღვევით, ალერგიული დაავადებების (კანის და სასუნთქი სისტემის) ტიპიური და ატიპიური ფორმების გახშირებით და ამასთან, აღნიშნული პათოლოგიების სტანდარტული სქემით მკურნალობის არაეფექტურობით.
გარემოს დამაბინძურებლებს, როგორიცაა გოგირდის ორჟანგი, ოზონი და აზოტის ჟანგეულები, იმ კონცენტრაციით, რაც შეიძლება შეგვხვდეს ძლიერ დაბინძურებულ ქალაქებში, შეუძლიათ ბრონქოსპაზმის პროვოცირება, ბრონქების რეაქტიულობის გარდამავალი მომატება და სხვადასხვა სახის ალერგიული რეაქციების გაძლიერება (GINA2004 ).
ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლის მონაცემებმა ქალაქის შუაგულში აჩვენა, რომ ცენტრში ცხოვრება საზიანოა ჯანმრთელობისათვის. ყველგან – ნიადაგში, ფოთლებში, ბალახის გაზონებში. ქვიშაში – პირველი კლასის მძიმე მეტალების შემცველობა – თუთია, ტყვია, კადმიუმი, სპილენძი, ნიკელი, ქრომი, ძალიან მაღალია. ამ ელემენტების დაგროვება კი იწვევს მთელი რიგი სრიოზული დაავადებების განვითარებას.
აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ ზემოთ აღნიშნული პრობლემები საერთოა როგორც მსოფლიოს განვითარებული ქვეყნებისთვის, ასევე საქართველოსთვისაც და განსაკუთრებით საქართველოსთვის, რისთვისაც საკმარისია დასახელდეს კონკრეტულად საქართველოს დღევანდელობისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშნები:
• საქართველოს მდებარეობა – მოქცეულია მთებს შორის;
•ბუნებრივი გოგირდოვანი წყლების არსებობა;
•ტექნიკურად გაუმართავი დიდი რაოდენობის მანქანების აქტიური გამოყენება;
•საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, მათ შორის იაფფასიანი გაუმართავი გამათბობელი საშუალებების აქტიური გამოყენება;
•ბუნებრივი საწვავის პროდუქტების მოპოვების ადგილების და მათი ტრანსპორტირების უკონტროლობა;
•მოსახლეობის ინფორმირების უკმარისობა უსაფრთხოების წესებისა და პრევენციული ღონისძიებების გატარების შესახებ;
•პერმანენტული სტრესული მდგომარეობა და სხვ.
ამგვარად, დღევანდელ სიტუაციაში შესაძლოა ჩაითვალოს, რომ არსებული პრობლემების ფონზე საქართველო, განსაკუთრებით კი მისი დედაქალაქი თბილისი და ზოგიერთი რეგიონი წარმოადგენს ერთგვარ ექსპერიმენტულ ლაბორატორიას, ეკოლოგიური დაავადებების განვითარებისათვის, რომელთა ქრონიზაციის ხელშეწყობამ პრევენციული ღონისძიებების გატარების დაგვიანების გამო შესაძლოა თავი იჩინოს მომავალი პოპულაციის დონეზე – მოსახლეობის შემდგომ თაობებში სერიოზული გენეტიკური დარღვევების სახით. ჩვენ ვკარგავთ შეუქცევადს – ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობას და ჩვენს გენოფონდს.
აქედან გამომდნარე, არახელსაყრელი ეკოლოგიური ფატორების გავლენის შედეგად განვითარებულ დაავადებათა რეტროსპექტული და პროპექტული ანალიზი, გარემოს მავნე ფაქტორების შესწავლასთან ერთად, წარმოადგენს აუცილებელ პირობას სწორი პრევენციული და პროფილაქტიკური ღონისძიებების შესამუშავებლად და არის ერთადეთი და ძირითადი ინსტრუმენტი ეკოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად.
ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ჯანმრთელად და ნაყოფიერად გარემოსთან ჰარმონიაში.
წყარო
Friday, April 27, 2012
რატომ გადავწყვიტე ამ თემაზე ბლოგის გაკეთება?
21-ე საუკუნეში დაბინძურება ძალიან აქტუალური საკითხია. ვთვლი,რომ ყველა ადამინმა უნდა გაიაზროს ეს პრებლემა და მოვდზებნოთ მისი გადაჭრის გზები.შეიძლება იფიქროთ, რომ ეს პრობლემა ძირითადად საქართველოშია აქტუალური, მაგრამ როგორც აგმოჩნდა მთელი მსოფლიო ამ პრობლემას ებრძვის… როცა დავიწყე ამ თემაზე მუშაობა ყველაზე მეტად გულზე მომხვდა პოლიეთილენის ბოთლებით დაბინძურებული გარემო და ძირითადად ოკეანეები, პოლიეთილენი დიდხანს ძლებს (დაახლოებით 1000 წელს) არ ფუჭდება და ამიტომ დიიიდი ხნით აბინძურებს გარემოს… აქვე ვნახე საოცარი რამ, როცა პოლიეთილენის ბოთლები ზღვაში ხვდება ისინი ერთად გროვდებიან და ქმნიან კუნძულებს, ზოგი ისეთი ზომისაა რომ ხალხი კონტინენტსაც კი უწოდებს…

Thursday, April 26, 2012
ნიადაგის დაბინძურება
ნიადაგის დაბინძურებას დაუფიქრებლად გადაყრილი ნაგავი იწვევს. ზოგიერთი სახის ნაგავი სწრაფად ლპება, პლასტმასების უმეტესობა კი — არასოდეს.
უაღრესად სერიოზულ დაბინძურებას იწვევს ატომური ელექტროსადგურების რადიაქტიური ნარჩენები. ამგვარ ნარჩენებს, ძირითადად, კონტეინერში ათავსებენ და ჰერმეტულად ხუფავენ, თუმცა მათი მცირე რაოდენობა მაინც ხვდება წყალში ან ჰაერში. მეცნიერებს აშფოთებთ ამგვარი დაბინძურების ხანგძლივი ზემოქმედება, რადგან რადიაქტიური ნარჩენები ათასობით წლის განმავლობაში ინარჩუნებს მავნე გამოსხივების უნარს.ნიტრატებით და პესტიციდებით ნიადაგის დაბინძურების კონტროლი
ნიადაგიასა და სას.სამ. პროდუქტების მინერალური სასუქებითა და პესტიციდებით დაჭუჭყიანებამ დღეს გლობალური ხასიათი მიიღო. ამ მხრივ შექმნილი სიტუაცია განსაკუთრებულია, რადგან იგი უშუალოდ საფრთხეს უქმნის ადამიანთა (განსაკუთრებით ბავშვების) ჯანმრთელობას. უკანასკნელ წლებში ამ მხრივ უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა ყოფილი სსრ კავშირის იმ რეგიონებში სადაც გავრცელებულია ტექნიკური კულტურები, ეს რეგიონებია: შუა აზია, ამიერკავკასია, მოლდავეთი. ქიმიური საშუალებებით სასოფლო–სამეურნეო დაჭუჭყიანების ერთ–ერთი ძირითადი მიზეზია ქიმიური საშუალებების არასწორი ტრანსპორტირება, შენახვა და გამოყენება. ცნობილია, რომ კოლმეურნეობების 40%–ს არ გააჩნია ქიმიური სასუქების შესანახი საწყობები. უფრო უარესდება მათი გამოყენების მდგომარეობა–არასწორი დოზირება და შეტანის ვადების უხეშ დაეღვევის გამო. ქიმიურ საშუალებათა 60% არაეფექტურად გამოიყენება და აბინძურებს გარემოს. ავიაციის დახმარებით გამოყენებისას კი ეს დანაკარგები 75%–მდე იზრდება.სწორედ ეს დაკარგული ქიმიური სასუქები და შხამები აბინძურებენ ნიადაგს, მცენარეებს, ჩააღწევენ გრუნტის წყლებში და წამლავენ სასმელ წყალს, მდინარეებსა და ტბებს, ჩადიან ზღვაში ილექებიან ფსკერზე, ქვიშასა და შლამთან ერთად და გადადიან ცხოველებში, თევზებში, ფრინველებში და ბოლოს წამლავენ ადამიანებს. აღსანიშნავია, რომ ნიადაგისა და მცენარეული საფარის ნიტრატებით დაბინძურებაში საკმაო მნიშვნელოვანი წილი მოდის სამრეწველო და ენერგეტიკული საწარმოების მიერ ჰაერში გამონაბოლქვების მიწაზე დალექვის შედეგებზე, ამ მხრივ განსაკუთრებული ადგილი უჭრავს ე.წ. ,, მჟავე წვიმების,, საშუალებით მოსულ დამაჭუჭყიანებლებსაც.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი მრეწველობის მიერ გამოშვებული ქიმიური სასუქებისა და შხამების ხარისხი და ასორტიმენტი. იგი რამდენიმე ათეულჯერ ჩამორჩება განვითარებულ ქვეყნებისას და 20–30 წლით ჩამორჩება თანამედროვე დონეს.
ჩვენი სასუქების ერთ–ერთი ძირითადი ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი შეიცავენ მცირე რაოდენობით მოქმედ ნივთიერებებს, ხოლო დიდი რაოდენობით შეიცავენ ე.წ. ქიმიურ ,,ბალასტს,, , რომლის შემადგენლობაში არც თუ ცოტა ტოქსიკური ნაერთებია.
სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების ქიმიური დანიშნულების ხელშემწყობ ფაქტორად უნდა მივიჩნიოთ ისიც, რომ ამ პროდუქციის მწარმოებელი არავითარ პასუხს არ აგებს პროდუქციის სისუფთავეზე – არც იურიდიულად და არც ეკონომიურად. ამ მხრივ გადაუდებელ ამოცანად უნდა ჩაითვალოს გარკვეული ტარიფების შემოღება, რომლებიც გაითვალისწინებენ საკვები პროდუქტების ეკოლოგიურ სიწმინდეს. მაგ: თუ პროდუქტებში ნიტრატების ან პესტიციდების შემცველობა დასაშვებ ზღვარს აღემატება, მისი სარეალიზაციო ფასი უნდა შემცირდეს 30–50%–ით. თუ ნორმის ფარგლებშია – ფასიც ნორმალური დარჩეს, ხოლო თუ პროდუქტი ეკოლოგიურადაა სუფთა მისი ფასი გადიდდეს 30–50%–ით და ა. შ.
ნიადაგისა და მცენარეული (ცხოველური) პროდუქტების ქიმიური დაჭუჭყიანების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის აუცილებელი პირობაა დაჭუჭყიანების კონტროლი ანუ მონიტორინგი. ნიადაგის დაჭუჭყიანების მონიტორინგის განხორციელება ბევრ სიძნელესთან არის დაკავშირებული: სადღეისოდ, ძალზე ცოტაა ის დამაჭუჭყიანებლები, რომელთათვის დადგენილია ე.წ. ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები (ზდკ), ასენია ძირითადად ხანგრძლივი მოქმერების პესტიციდები –დდტ, ჰექსაქლორციკლოჰექსანი, პოლიქლორპინენი, პოლიქლორკამფენი და სევინი. დანარჩენი ორგანული ნაერთის გაჭუჭყიანების კონტროლი ჯერჯერობით შემოიფარგლება მათი გავრცელების კანონზომიერებათა სივრცობრივი და დროით სტატისტიკური მახასიათებლებით.
ნიადაგისა და საკვები პროდუქტების დამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა ნუსხის შედგენისას ძირითად კრიტერიუმად უნდა ავიღოთ მათი ტოქსიკურობა და გავრცელება, ხოლო პესტიციდებისათვის, დამატებით მათი მდგრადობა (პერისტენტულობა).
მძიმე მეტალებიდან ყველაზე ტოქსიკურებია : სინდიყი, ტყვია კადმიუმი. ამიტომ მათზე დაკვირვება აუცილებელია მათ გარდა ატმოსფეროდან მიწის ზედაპირზე სამრეწველო გამონაბოლქვების ხარჯზე შეიძლება მოხვდნენ: მიშიაკი, ვანადიუმი, ნიკელი, კობალტი, ქრომი, სპილენძი, თუთია, მანგანუმი, მოლიბდენი, ბერილითემი, სელენი, სურმა და სხვ.
სამრეწველო წარმოების ორგანულ ნივთიერებებიდან მონიტორინგს ექვემდებარებიან პირველ ყოვლისა ის ნაერთები , რომლებსაც შეუძლიათ მიაღწიონ და დაგროვდნენ სასოფლო–სამეურნეო პროდუქტებში, აგრეთვე ადვილად გადაადგილდებიან ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების საშუალებით. მათი სრული ნუსხა ჯერ კიდევ არ არის შედგენილი, მაგრამ აუცილებელი კონტროლი უნდა დაწესდეს ისეთ კანცეროგენულ ნაერთებზე როგორიცაა: პოლიციკლური არმატული ნახშირწყლები (პან) და ბენზ (ა) პინები. აგრეთვე ისეთი ტოქსიკური ნაერთები, როგორიცაა პოლიქლორბიფენოლები (პუბ).
გარდა ნიადაგისა და პროდუქტებისა, მონიტორინგმა უნდა მოიცვას აგრეთვე ე.წ. ატმოსფერული გამონალექი (ატმოსფერული ნალექები, მშრალი ნაწილაკები, თოვლის საფარი და სხვ.), რომლებიც საშუალებას მოგვცემენ განვსაზღვროთ ატმოსფერდან მოსული ინგრედიენტები, ნიადაგის დაჭუჭყიანებაზე დაკვირვებები, დამაჭუჭყიანებელი წყაროები სპეციფიკის მიხედვით ორ კატეგორიად იყოფა:
პირველ კატეგორიას განეკუთვნება სასოფლო–სამეურნეო რაიონები, სადაც ნიადაგის ნიმუშები აიღება წინასწარ შერჩეულ ნაკვეთებზე სხვადასხვა კულტურა, ნიადაგის ტიპი, რელიეფი, აგროტექნიკა და ა.შ. აიღება წელიწადში ორჯერ – გაზაფხულზე, თოვლის აღების შემდეგ პესტიციდების გამოყენებამდე და შემოდგომით, მოსავლის აღებიდან 10 დღის განმავლობაში. ნიმუშების აღება უნდა მოხდეს ერთი და იგივე ნაკვეთიდან. ნიმუშებში უნდა განისაზღვროს უპირველესად ყველაზე ტოქსიკური პესტიციდები და მძიმე მეტალები.
მეორე კატეგორიას განეკუთვნება სამრეწველო და ენერგეტიკული ობიექტების გარშემო მდებარე მიწები. აქ ნიადაგის ნიმუშების აღება წარმოებს წელიწადში ერთხელ, გაზაფხულზე თოვლის აღების შემდეგ. ნიმუშები აიღება ყოველი ობიექტის ირგვლივ 64 წერტილში, რომლებიც თანაბრად იქნებიან განაწილებული რვა რუმბის ( აღმოსავლეთი, სამხ.არმოსავლეთი, სამხრეთი, სამხ. დასავლეთი, დასავლეთი, ჩრდილო დასავლეთი, ჩრდილოეთი) მიხედვით. რადიუსი რამდენიმე ათეული მეტრიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრამდე ძირითადი ობიექტიდან. გარდა ამისა, შემოდგომაზე, მოსავლის აღების შემდეგ, დამატებით აიღება ნიადაგის ნიმუშები 16 წერტილში ოთხი ძირითადი რუმბის მიმართულებით ( აღმოსავლეთი, სამხრეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი).
აღნიშნულ ნიმუშებში წარმოების გამონაბოლქვები გარდა ამისა აუცილებლად უნდა განისაზღვროს ბენზა (ა) პინებში და პოლიქლორბიფენოლებში.
მთელ რიგ რაიონებში კონტროლი უნდა განხორციელდეს ორივე კატეგორიის პროგრამით ერთდროულად.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი დამაჭუჭყიანებლებისა, როგორც წესი ყველა შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ნიადაგის ძირითადი ხარისხობრივი მაჩვენებელი არის რეაქცია, სულფატ და ქლორიონები, საერთო და მოძრავი აზოტი და ფოსფორი, მიკრობიოლოგიური მახასიათებლები. ცალკეულ შემთხვევაში ოპერატიულ მიზნებისათვის აღნიშნული დაკვირვებები შეიძლება ჩატარდეს უფრო ხშირად.
წყარო

Subscribe to:
Posts (Atom)